ლეილა ძიძიგური
суббота, 22 октября 2016 г.
воскресенье, 26 июля 2015 г.
გალაკტიონ ტაბიძე - „მთაწმინდის მთვარე“ ნ.ლორთქიფანიძე "შელოცვა რადიოთი"
გაკვეთილის თემა --:
გალაკტიონ ტაბიძე-„მთაწმინდის მთვარე“
გაკვეთილის მიზანი :
გააზრებული კითხვის, წარმოსახვისა და მსჯელობის უნარის განვითარება. მოსწავლეები იმსჯელებენ ლექსის სათაურის გარშემო შეძლებენ პოეტის სულიერი მდგომარეობის ამოცნობას.
გაკვეთილის მსვლელობის დროს გამოყენებული იქნება სხვადასხვა აქტივობები.
აქტივობა1
მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს; რა ასოციაციას იწვევს ლექსის სათაური და რომელი ლექსი გაგახსენდათ?
მასწავლებელი მუშაობს მთელ კლასთან.
აქტივობა 2
მოსწავლეები ისმენენ ლექსს „მთაწმინდის მთვარე’ -რომელსაც კითხულობს გალაკტიონი თავად
აქტივობა 3
მასწავლებელი სვამს შეკითხვებს;
1 როგორია გალაკტიონის მიერ წარმოსახული მთვარე?
2 რისი სიმბოლოა შეღამების ქნარი,?
3 რასთან არის შედარებული მთვარე და რას მიანიშნებს ეს?
4 რასთან არის შედარებული მთვარე ბარათაშვილის ლექსში და რაზე მიანიშნებს ეს?
5 რატომ მიდის გალაკტიონი მთაწმინდაზე და რას გრძნობს იგი იქ?
6 რისი შიში დაძლია პოეტმა იქ?
7 რატომ უადვილდება პოეტს სიკვდილი?
აქტივობა 4
მასწავლებელი ალბათ ვერ მიიღებს სრულყოპილ პასუხებს კლასისგან, ამიტომ თავად ერთვება და მიაწვდის ახალ მასალას ,რომელიც მოსწაამლეებს გაუადვილებს ლექსის აღქმას მასწავლებელი ისაუბრებს იმ სიმბოლოებზე ,რომელიც ტექსტში არის უხვად.
აქტივობა 5
მასალის ახსნის შემდეგ მასწავლებელი ისევ მიმართავს კლასს შეკითხვებით და აზუსტებს ,თუ როგორ გაიგეს მოსწავლეებმა ახალი მასალა.
მასწავლებელი მუსაობს მთელ კლასთან.
აქტივობა 6
მასწავლებელი კითხვების მეშვეობით შეახსენებს კლასს ბარათაშვილის ლექსს და სთხოვს შეადარონ ბარათაშვილისისა და გალაკტიონის ლექსები ერთმანეთს.წერილობით წარმოადგინონ შემდეგი კითხვის პასუხები;
1.როგორ ხედავს მთაწმინდის მთვარეს ბარათაშვილი--გალაკტიონი,
2.რატომ მიდის ბარათაშვილი--გალაკტიონი მთაწმინდაზე?
3. რა ანიჭებს ორივე პოეტს სიმშვიდეს?
4 .რა აისახება პოეტთა წარმოსახვაში?
აქტივბობა 7
მოსწავლეებს მიეცემათ საშინაო დავალება :დაწერონ გალაკტიონისა და ბარათაშვილის ლექ1სების ანალიზი მათი მსგავსება განსხვავების მიხედვით.
რესურსი:
სახელმძღვანელო და ის მასალა რომელიც მომზადდა სპეციალურად ამ გაკვეთილისათვის.
შეფასება
1 შეფასება საგაკვეთილო პროცესში ჩართულობისა და დაკვირვებისათვის.
2 შეფასდება მსჯელობის უნარი,
3 .შეფასდება გააზრებული კითხვის უნარი/.
4 შეფასდება აზრის წერილობით გადმოცემის უნარი/.
5 შეფასდებიან ის მოსწავლეები ,ვინც კარგად ფლობდა გავლილ მასალას.
ნიკო ლორთქიფანიძე "შელოცვა რადიოთი"
გაკვეთილის გეგმა
ნიკო ლორთქიფანიძე "შელოცვა რადიოთი"
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის მთავარი თემა
|
ნ. ლორთქიფანიძე-„შელოცვა რადიოთი“-ქართული იმპრესიონისტული პროზის ნიმუშ[ი.
|
სწავლების საფეხური
|
საშუალო,მე-12კლასი.
|
მოსწავლეთა პროფილი
|
კლასში 26 მოსწავლეა, რომელთათვის მისაღებია სწავლების ჩვეულებრივი ტემპი.
|
გაკვეთილის მნიშვნელობა აქტუალობა
|
ამ გაკვეთილის მეშვეობით მოსწავლეები გაეცნობიან ერთ-ერთ მთავარ მიმდინარეობას იმპრესიონიზმს, რომელიც აღმოცენდა საფრანგეთში..ასევე გაეცნობიან ქართველ იმპრესიონისტებს..
|
გალვეთილის მიზნები და შედეგები
|
მოსწავლეები გაეცნობიან იმპრესიონიზმის თავისებურებას ლიტერატურაში,კერძოდ,, ნ.ლორთქიფანიძის ტექსტში,სადაც დიდი ადგილი ეთმობა ავტორის ლირიკულ აღსარებას.
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ მე-20 საუკუნის სხვადასხვა მიმდინარეობები,კერძოდ, სიმბოლიზმი მატურალიზმი ,ფუტურიზმი და ამის საფუძველზე შეძლონ იმპრესიონიზმის თავისებურების განსაზღვრა.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
შეფასების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი იქნება მსჯელობა არგუმენტების მოხმობით , ზეპირი პრეზენტაცია,ტექსტის ცოდნა ,მოქმედი პერსონაჟების შინაგანი სამყაროს წარმოჩენა,დაკვირვება მწერლის ენაზე.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
უპირველეს ყოვლისა ,,,,,სახელმძღვანელო,,შემდეგ აუცილებელია იმ კრიტიკული მასალის წაკითხვა, რომლის მოძიება შეიძლება, როგორც კომპიუტერული ტექნოლოგიების საშუალებით, ისე წიგნების სახით
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
მასწავლებელი შესავალი საუბრით კიდევ ერთხელ შეახსენებს მოსწავლეებს ტექსტის მნიშვნელობას, ხუთი წუთი
მასწავლებელი წინასწარ შედგენილი კითხვების მეშვეობით შეამოწმებს კლასის ცოდნას .შეამოწმებს, თუ როგორ იყენებენ ტექსტის ცოდნას მსჯელობის დროს,--აქვთ თუ არა საკუთარი აზრები --როგორ აფასებენ იმ ეპოქას, როცა ტექსტი დაიწერა ,როგორ მოიქცეოდნენ თავად ელის მდგომარეობაშ , რომ აღმოჩენილიყვნენ , მოსწონთ თუ არა ტექსტის ენა და ასე შემდეგ.
გაკვეთილის ბოლოს შევაჯამებთ მოსწავლეების ცოდნას და შევაფასებთ წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მეშვეობით
|
Подписаться на:
Сообщения (Atom)