გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის  თემა   --:
გალაკტიონ ტაბიძე-„მთაწმინდის  მთვარე“    
გაკვეთილის მიზანი :
გააზრებული კითხვის, წარმოსახვისა და მსჯელობის  უნარის განვითარება. მოსწავლეები იმსჯელებენ ლექსის  სათაურის გარშემო  შეძლებენ პოეტის სულიერი მდგომარეობის  ამოცნობას.
გაკვეთილის  მსვლელობის დროს გამოყენებული იქნება  სხვადასხვა  აქტივობები.
აქტივობა1
მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს; რა ასოციაციას  იწვევს ლექსის სათაური  და რომელი ლექსი გაგახსენდათ?

მასწავლებელი მუშაობს მთელ კლასთან.
აქტივობა 2
მოსწავლეები   ისმენენ  ლექსს  „მთაწმინდის  მთვარე’ -რომელსაც  კითხულობს  გალაკტიონი თავად
აქტივობა  3
მასწავლებელი  სვამს შეკითხვებს;
1       როგორია  გალაკტიონის მიერ  წარმოსახული  მთვარე
2         რისი  სიმბოლოა  შეღამების  ქნარი,
3       რასთან არის  შედარებული მთვარე  და  რას  მიანიშნებს ეს?
4        რასთან  არის შედარებული მთვარე ბარათაშვილის ლექსში და  რაზე მიანიშნებს ეს?
5         რატომ  მიდის  გალაკტიონი მთაწმინდაზე და რას  გრძნობს იგი იქ?
6       რისი  შიში  დაძლია  პოეტმა  იქ?
7       რატომ  უადვილდება  პოეტს  სიკვდილი?

აქტივობა  4

მასწავლებელი  ალბათ  ვერ  მიიღებს სრულყოპილ პასუხებს კლასისგან, ამიტომ თავად ერთვება და მიაწვდის  ახალ მასალას ,რომელიც  მოსწაამლეებს გაუადვილებს  ლექსის  აღქმას მასწავლებელი ისაუბრებს იმ სიმბოლოებზე ,რომელიც ტექსტში არის უხვად.
აქტივობა 5
მასალის ახსნის შემდეგ მასწავლებელი ისევ  მიმართავს კლასს  შეკითხვებით და აზუსტებს ,თუ როგორ გაიგეს მოსწავლეებმა  ახალი  მასალა.
მასწავლებელი მუშაობს მთელ კლასთან.
აქტივობა 6
მასწავლებელი კითხვების მეშვეობით შეახსენებს კლასს ბარათაშვილის ლექსს და სთხოვს შეადარონ  ბარათაშვილისისა და გალაკტიონის ლექსები ერთმანეთს.წერილობით წარმოადგინონ შემდეგი კითხვის პასუხები;
1.როგორ ხედავს მთაწმინდის მთვარეს ბარათაშვილი--გალაკტიონი,
2.რატომ მიდის ბარათაშვილი--გალაკტიონი მთაწმინდაზე?
3. რა ანიჭებს ორივე პოეტს სიმშვიდეს?
4 .რა აისახება პოეტთა წარმოსახვაში?
აქტივბობა 7
მოსწავლეებს  მიეცემათ საშინაო დავალება :დაწერონ გალაკტიონისა და ბარათაშვილის ლექ1სების ანალიზი მათი მსგავსება- განსხვავების მიხედვით.
რესურსი:
სახელმძღვანელო  და  ის მასალა,  რომელიც მომზადდა სპეციალურად ამ  გაკვეთილისათვის.
შეფასება:
1       შეფასდება კლასი   საგაკვეთილო პროცესში ჩართულობისა და დაკვირვებისათვის.
2       შეფასდება მსჯელობის უნარი,
3       .შეფასდება გააზრებული კითხვის უნარი/
4       შეფასდება აზრის წერილობით გადმოცემის უნარი/

5       შეფასდებიან  ის მოსწავლეები , რომლებიც კარგად ფლობდნენ  გავლილ მასალას.



ნიკო ლორთქიფანიძე "შელოცვა რადიოთი"
გაკვეთილის გეგმა  


გაკვეთილის მთავარი თემა
ნ. ლორთქიფანიძე-„შელოცვა რადიოთი“-ქართული იმპრესიონისტული პროზის ნიმუშ[ი
სწავლების საფეხური
საშუალო,მე-12 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
კლასში 26 მოსწავლეა, რომელთათვის მისაღებია სწავლების ჩვეულებრივი ტემპი
გაკვეთილის მნიშვნელობა აქტუალობა
ამ გაკვეთილის მეშვეობით მოსწავლეები გაეცნობიან  ერთ-ერთ მთავარ მიმდინარეობას იმპრესიონიზმს, რომელიც აღმოცენდა საფრანგეთში.ასევე გაეცნობიან ქართველ  იმპრესიონისტებს.
გალვეთილის მიზნები და შედეგები
მოსწავლეები გაეცნობიან იმპრესიონიზმის თავისებურებას  ლიტერატურაში,კერძოდ, ნ.ლორთქიფანიძის ტექსტში,სადაც დიდი ადგილი ეთმობა ავტორის ლირიკულ აღსარებას.
წინასწარი  ცოდნა
მოსწავლეებმა  უნდა  იცოდნენ მე-20 საუკუნის  სხვადასხვა მიმდინარეობები,კერძოდ., სიმბოლიზმი,   ნატურალიზმი ,ფუტურიზმი და ამის საფუძველზე  შეძლონ იმპრესიონიზმის თავისებურების განსაზღვრა
შეფასების საგანი და პროცედურები
შეფასების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი იქნება მსჯელობა,  არგუმენტების მოხმობით  ზეპირი პრეზენტაცია,ტექსტის ცოდნა ,მოქმედი პერსონაჟების შინაგანი სამყაროს წარმოჩენა,დაკვირვება მწერლის ენაზე.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
უპირველეს ყოვლისა, ,სახელმძღვანელო,შემდეგ აუცილებელია იმ კრიტიკული  მასალის წაკითხვა, რომლის მოძიება შეიძლება, როგორც კომპიუტერული ტექნოლოგიების საშუალებით ,ისე წიგნების სახით.
გაკვეთილის მსვლელობა
მასწავლებელი შესავალი   საუბრით  კიდევ  ერთხელ შეახსენებს  მოსწავლეებს ტექსტის მნიშვნელობას . ხუთი წუთი

მასწავლებელი წინასწარ  შედგენილი  კითხვების  მეშვეობით შეამოწმებს  კლასის  ცოდნას, შეამოწმებს თუ როგორ  იყენებენ  ტექსტის  ცოდნას  მსჯელობის დროს,--აქვთ თუ არა  საკუთარი აზრები --როგორ აფასებენ იმ ეპოქას , როცა  ტექსტი  დაიწერა ,როგორ მოიქცეოდნენ თავად  ელის  მდგომარეობაშ ი, რომ   აღმოჩენილიყვნენ , მოსწონთ  თუ არა  ტექსტის  ენა?


გაკვეთილის  ბოლოს შევაჯამებთ მოსწავლეების  ცოდნას  და   წინასწარ  შემუშავებული   კრიტერიუმების  მეშვეობით შევაფასებთ მათ.          ლეილა ძიძიგური მე-12- კლასი.



Комментариев нет:

Отправить комментарий